ვოლოდიმირ ზელენსკი - ვინმეს დალასში, სამედიცინო ცენტრზე რომ განეხორციელებინა იერიში, ან დრეზდენში, ღმერთმა არ ქნას, რა დაერქმეოდა ამას, განა ტერორიზმი არა?
ვინმეს რომ დალასში, სამედიცინო ცენტრზე განეხორციელებინა იერიში, ან დრეზდენში, ღმერთმა არ ქნას, რა დაერქმეოდა ამას? განა ტერორიზმი არა?“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას ვრცლად ისაუბრა ქალაქ ვინიცაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშზე. მისივე თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ უნდა გამოცხადდეს.
„მსოფლიოს არც ერთი სხვა სახელმწიფო არ წარმოადგენს ასეთ ტერორისტულ საფრთხეს, როგორც რუსეთი. არც ერთი სახელმწიფო არ აძლევს საკუთარ თავს უფლებას, ყოველდღიურად რაკეტებით გაანადგუროს მშვიდობიანი ქალაქები და მოქალაქეები. ერთი სარაკეტო იერიშით ვინიცაში 23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ათ წლამდე ბავშვი და სამწუხაროდ, ეს არ არის საბოლოო ციფრები. სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან. ჰოსპიტალიზებულთა შორის ბევრი კრიტიკულ მდგომარეობაშია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.