ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვას ავრცელებს  - უკვე 100 დღეა, ვიცავთ უკრაინას, გამარჯვება ჩვენია
ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვას ავრცელებს  - უკვე 100 დღეა, ვიცავთ უკრაინას, გამარჯვება ჩვენია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ომის მეასე დღესთან დაკავშირებით სამთავრობო რაიონში თავის გუნდთან ერთად გადაღებულ ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ უკრაინა გაიმარჯვებს.

„ფრაქციის ლიდერი აქ არის, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი აქ არის, უკრაინის პრემიერ-მინისტრი შმიგალი აქ არის, პოდოლიაკი აქაა, პრეზიდენტი აქ არის. ჩვენი გუნდი გაცილებით დიდია. უკრაინის შეიარაღებული ძალები აქ არიან და რაც მთავარია – ჩვენი ხალხი აქ არის. უკვე 100 დღეა, ვიცავთ უკრაინას. გამარჯვება ჩვენია!“ – ამბობს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკი.