ვოლოდიმირ ზელენსკი - ვიცით მტრის ჩანაფიქრი, ისინი ცდილობენ, ძალები იქ გაგზავნონ, სადაც შეიძლება, ძალიან გაგვიჭირდეს
ვოლოდიმირ ზელენსკი - ვიცით მტრის ჩანაფიქრი, ისინი ცდილობენ, ძალები იქ გაგზავნონ, სადაც შეიძლება, ძალიან გაგვიჭირდეს

ვიცით მტრის ჩანაფიქრი, ისინი ცდილობენ, ძალები იქ გაგზავნონ, სადაც შეიძლება, ძალიან გაგვიჭირდეს, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვის დროს გააკეთა, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან 36-ე დღის ბოლოს გავრცელდა.

„ვიცი, რომ ყველას გსიამოვნებთ წაკითხვა და ახალ ამბებში ნახვა, რომ ჩვენი უკრაინული ქალაქები თანდათან თავისუფლდებიან ოკუპანტებისგან. ეს ასეა. ჩვენი შეიარაღებული ძალები, ნაციონალური გვარდია, ეროვნული გვარდია, დაზვერვა – ისინი ყოჩაღები არიან, და მადლობა მათ. კიევის ჩრდილოეთით, ჩერნიგოვოს მიმართულებით, სუმის ოლქში გრძელდება ოკუპანტების განდევნა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, რუსი სამხედროები თავადაც აცნობიერებენ, რომ საბრძოლო მოქმედებების ისეთივე ინტენსივობით წარმოება, როგორც ეს მარტის პირველ ნახევარში იყო, არ შეუძლიათ.

„მაგრამ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ რუსი სამხედროებისთვის ეს ტაქტიკის ნაწილია. ეს ყველაფერი ტყუილუბრალოდ არ ხდება. ჩვენ ვიცით მათი ჩანაფიქრი. ვიცით, რის გაკეთებას აპირებენ. ვიცით, რომ იმ მიმართულებებიდან გადიან, სადაც მათ ვურტყამთ, რათა ყურადღება გადაიტანონ სხვა უფრო მნიშვნელოვან მიმართულებებზე. იქ, სადაც შეიძლება, ჩვენ ძალიან ბევრი სირთულე შეგვხვდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.