ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის უსაფრთხოებასა და თავისუფლების გლობალურ დაცვაში ჩადებული ამერიკული ინვესტიციის ყოველი ცენტი ასი პროცენტით მუშაობს
უკრაინის უსაფრთხოებასა და თავისუფლების გლობალურ დაცვაში ჩადებული ამერიკული ინვესტიციის ყოველი ცენტი 100 პროცენტით მუშაობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში, ეროვნულ არქივში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა დამარცხდება, ევროპის ნახევარს კვლავ მოსკოვის გავლენის სფეროში მოხვედრის საფრთხე დაემუქრება.
„პუტინის მიზნების სია ახლა განსხვავებულია. პუტინი იძულებულია, დაიმციროს თავი ფხენიანის დელეგაციის პირადად გართობით“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ზელენსკიმ ამერიკელებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა მეუღლესთან ერთად ჯილდოები გადასცა ექიმებს, რომლებიც მკურნალობდნენ უკრაინელ ჯარისკაცებსა და მშვიდობიან მოსახლეობას. ასევე იმ ადამიანებს, რომლებმაც შეაგროვეს თანხები სამედიცინო აღჭურვილობისა და სასწრაფო დახმარებისთვის.