ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ომის დაწყების შემდეგ კიევის ოლქში 30 დასახლებული პუნქტის გათავისუფლება შეძლეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ომის დაწყების შემდეგ კიევის ოლქში 30 დასახლებული პუნქტის გათავისუფლება შეძლეს. აღნიშნულის შესახებ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„კიევის თავდაცვის დროს შესაძლებელი გახდა კიევის ოლქში 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტის გათავისუფლება, რომელიც დროებით იყო ოკუპირებული მტრის მიერ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ფართომასშტაბური ინტერვენციის დაწყებიდან კიევის თავდაცვას სახმელეთო ძალების მეთაური ალექსანდრ სირსკი ხელმძღვანელობს. ზელენსკის განცხადებით, სირსკის პროფესიული და მამაცი ქმედებების შედეგად მტერმა მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა და განიდევნა დედაქალაქიდან.