ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ არის საკმარისი უკრაინის ცის დასაცავად
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ არის საკმარისი უკრაინის ცის დასაცავად

უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ არის საკმარისი უკრაინის ცის დასაცავად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

„ჩვენ პარტნიორებთან ერთად მაქსიმალურად აქტიურად ვმუშაობთ, რათა მივიღოთ დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფენ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ჩვენს ყველა ქალაქში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა აგრძელებს მუშაობას მსოფლიოს მობილიზებისთვის, რათა დაიცვას სასურსათო უსაფრთხოება.

„დღეს პირველად ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ისტორიაში, ვესაუბრე ეთიოპიის პრემიერ-მინისტრს რუსეთის მარცვლეულის ექსპორტის განადგურების მცდელობის შესახებ. დღეს ეთიოპიაში დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული სიტუაცია მსოფლიოში. გასულ წელს უკრაინულმა ექსპორტმა, მინიმუმ, ერთი მილიონი ეთიოპელის სიცოცხლე გადაარჩინა და რომ არა რუსული აგრესია, ჩვენ კიდევ უფრო მეტი ადამიანის გადარჩენა შეგვეძლო“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა მეომარს, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის.