უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სკანდინავიურ სამიტზე ნატო-ში გაწევრიანება მოითხოვა. მისი თქმით, უკრაინის მიზანი ნატო-ს სრულფასოვანი წევრობა.
„ეს აქ ყოფნის ერთ-ერთი მიზეზია. მეორე მიზეზი, უფრო სწორად კი, პრიორიტეტი, ჩვენი არმიის გაძლიერებაა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, ნატო-ს წევრობამდე კიევს უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება.
ფინეთის დედაქალაქში გამართულ შეხვედრას, მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტის გარდა, ასევე ესწრებოდნენ შვედეთის, ნორვეგიის, დანიისა და ისლანდიის პრემიერ-მინისტრები. შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის მხარდაჭერის საკითხი იყო.
ზელენსკის თქმით, მალე უკრაინა რუსული ძალების წინააღმდეგ კონტრიერიშს წამოიწყებს და ის დარწმუნებულია, რომ დასავლეთი კიევს თანამედროვე ავიაგანამადგურებლებით უზრუნველყოფს.