ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის მიმართ გლობალურ მხარდაჭერაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად დასრულდება ომი
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის მიმართ გლობალურ მხარდაჭერაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად დასრულდება ომი

ომის დასრულების სიჩქარე პირდაპირ დამოკიდებულია უკრაინის მიმართ გლობალურ მხარდაჭერაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ახლა, როდესაც ომის დასრულების სიჩქარე პირდაპირ დამოკიდებულია უკრაინის გლობალურ მხარდაჭერაზე, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ასეთი მხარდაჭერა იყოს მაქსიმალურად ინტენსიური და შინაარსიანი,“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ თვეში მოლაპარაკებები გამართა აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, ჩეხეთის, პოლონეთისა და სხვა ქვეყნების ლიდერებთან.

„უკრაინას არ შეუძლია, დატოვოს არცერთი უკრაინელი მოქალაქე, არცერთი ქალაქი და სოფელი რუსეთის ტყვეობაში, სადაც არ უნდა გაგრძელდეს რუსული ოკუპაცია, ხალხზე ძალადობა და მათი დამცირება. მე მადლობელი ვარ ყველა ჩვენი პარტნიორის – ყველა ლიდერის, ყველა პოლიტიკოსის, საზოგადო მოღვაწის, ყველა ქვეყნის, რომელიც ნამდვილად გვიჭერს მხარს, რათა სრული ძალით დავუბრუნდეთ საერთაშორისო წესრიგს“, – განაცხადა ზელენსკიმ.