ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის განაცხადზე ევროკავშირის დადებითი პასუხი იქნება დადებითი პასუხი ევროპული პროექტის მომავალზეც, რომელიც ჩვენ გარეშე სრულყოფილი ვერ იქნება
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის განაცხადზე ევროკავშირის დადებითი პასუხი იქნება დადებითი პასუხი ევროპული პროექტის მომავალზეც, რომელიც ჩვენ გარეშე სრულყოფილი ვერ იქნება

უკრაინის განაცხადზე ევროკავშირის დადებითი პასუხი იქნება დადებითი პასუხი ევროპული პროექტის მომავალზეც, რომელიც ჩვენ გარეშე სრულყოფილი ვერ იქნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

​მისი თქმით, უკრაინა მოუთმენლად ელოდება 23-24 ივნისს კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის გადაწყვეტილებას.

„სწორედ ახლა განისაზღვრება, როგორი იქნება ერთიანი ევროპის მომავალი, ან იქნება თუ არა მომავალი საერთოდ. უკრაინის განაცხადზე ევროკავშირის დადებითი პასუხი იქნება დადებითი პასუხი ევროპული პროექტის მომავალზეც, ამ რეალობის პოლიტიკური აღიარება. ჩვენ ძალიან ველოდებით 23-24 ივნისს. ევროპული პროექტი ჩვენ გარეშე სრულყოფილი ვერ იქნება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.