ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის გამარჯვების გეგმის ძლიერი სამხედრო შინაარსი მოვამზადეთ
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მან თათბირი გამართა სამხედრო სარდლობასთან. ზელენსკის თქმით, შეხვედრაზე მომზადდა „სამხედრო პაკეტი“, რომელიც უკრაინას მნიშვნელოვნად გააძლიერებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომში გამარჯვების გზაზე.
„მქონდა თათბირი უკრაინის გამარჯვების გეგმის სამხედრო შინაარსის შესახებ. ერთად ვიმუშავე სამხედრო სარდლობასთან. მომზადდა კარგი, ძლიერი შინაარსი სამხედრო პაკეტისთვის. ამ შინაარსის პაკეტს შეუძლია, მნიშვნელოვნად გააძლიეროს უკრაინა, როგორც ამას გამარჯვების გეგმა ითვალისწინებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.
ვოლოდიმირ ზელენსკის არ დაუკონკრეტებია, რა შინაარსის იქნება აღნიშნული სამხედრო პაკეტი.
ცნობისთვის, მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ომში გამარჯვების გეგმა“ 90%-ით მზად არის.