ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის დელეგაცია, წინასწარი პირობების გარეშე, რუსეთს უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე შეხვდება
შევთანხმდით, რომ უკრაინის დელეგაცია, წინასწარი პირობების გარეშე, შეხვდება რუსეთს უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე, მდინარე პრიპიატის მიდამოებში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან საუბრის შემდეგ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, ალექსანდრე ლუკაშენკომ აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რომ უკრაინის დელეგაციის გამგზავრების, მოლაპარაკებებისა და დაბრუნების დროს ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსებული ყველა თვითმფრინავი, ვერტმფრენი და რაკეტა ადგილზე დარჩება.