ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა პარტნიორებთან ერთად მუშაობს სამხედრო დახმარების მისაღებად, რომელიც ახლა ფრონტის ხაზზეა საჭირო
უკრაინა პარტნიორებთან ერთად მუშაობს ახალი სამხედრო დახმარების მისაღებად, რომელიც ახლა ფრონტის ხაზზეა საჭირო და ამას უახლოეს მომავალში ელოდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს დახმარება აუცილებელია უკრაინის არმიის სიმტკიცისა და უკრაინის ცის დასაცავად.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უახლოეს მომავალში იქნება მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივა უკრაინის საზოგადოებისთვის, ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციები და კიევში სხვადასხვა დონის საერთაშორისო შეხვედრები.
„ეს კვირა უკრაინისთვის ძალიან ნაყოფიერად დასრულდა. ამ დღეებში კი აქტიურად ვემზადებით მაისის და ივნისის ახალი ღონისძიებებისთვის. ეს დრო არანაკლებ ნაყოფიერი უნდა გავხადოთ როგორც ჩვენი ჯარისკაცებისთვის იარაღის მიწოდებაში, ასევე ჩვენს პარტნიორებთან მოლაპარაკებების დროს უკრაინისთვის გადაწყვეტილებებში. ჩვენს პარტნიორებთან ვსაუბრობთ იარაღზე, რომელიც დაგვეხმარება, გავაკეთოთ მეტი მშვიდობის აღსადგენად. დეტალურად ვამუშავებთ ახალ გეგმებს უკრაინის დასახმარებლად, ველოდებით მათ უახლოეს მომავალში, ზუსტად იმას, რაც საჭიროა ჩვენი ძლიერებისთვის ფრონტის ხაზზე, ჩვენი ცის დასაცავად, ტერორისტებთან მიმართებაში სამართლიანობის მისაღწევად და მთელი უკრაინის მიწაზე მშვიდობის უფრო სწრაფად აღსადგენად“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.