ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ნანგრევებად არ გადაიქცევა, ეს არის ჩვენი მიზანი და ეს იქნება ტერორისტული სახელმწიფოს სრული მარცხის დასტური
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ნანგრევებად არ გადაიქცევა, ეს არის ჩვენი მიზანი და ეს იქნება ტერორისტული სახელმწიფოს სრული მარცხის დასტური

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომის მიუხედავად, უკრაინა ნანგრევებად არ გადაიქცევა და რუსეთი აანაზღაურებს ზარალს, მათ შორის ოლიგარქებისა და ოფიციალური პირების ხარჯზე. აღნიშნულის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვის დროს ისაუბრა.

„უკრაინა ნანგრევებად არ გადაიქცევა. ეს არის ჩვენი მიზანი და ეს იქნება ტერორისტული სახელმწიფოს სრული მარცხის დასტური. მსოფლიომ რუსეთის აქტივების მიხედვით იცის, რა გამოსავალი არსებობს ამისთვის. რუსი ჩინოვნიკები, ოლიგარქები გამდიდრდნენ მაშინ, როცა მათი სახელმწიფო ტერორისტად იქცა. მთელი ეს აქტივები უნდა იყოს გამოყენებული მათი ზარალის კომპენსაციისთვის, ვისაც რუსეთმა ტკივილი მოუტანა. რუსული აქტივები აგრესიის შემდგომი ზარალის გამოსასწორებლად უნდა იყოს მიმართული“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მან მადლობა გადაუხადა პარტნიორებს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას და აღნიშნა, რომ ომი ყველაზე ძვირი უნდა აღმოჩნდეს აგრესორისთვის.