ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა მზადაა, ითანამშრომლოს ტრამპთან, თუ ის გაიმარჯვებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა მზადაა, ითანამშრომლოს ტრამპთან, თუ ის გაიმარჯვებს

უკრაინა მზადაა, ითანამშრომლოს ტრამპთან, თუ ის გაიმარჯვებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინა მზად არის, იმუშაოს ყველასთან, ვინც გაიმარჯვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, მათ შორის, დონალდ ტრამპთან.

„ბატონი დონალდ ტრამპი თუ გახდება პრეზიდენტი, მაშინ ჩვენ ვიმუშავებთ მასთან. მე ამის არ მეშინია“, – განაცხადა ზელენსკიმ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიული პარტიიდან უმეტესობა უკრაინას უჭერს მხარს, რესპუბლიკელებს შორის განსხვავებული პოზიციებია, ზოგიერთი მათგანი „უფრო მემარჯვენე და რადიკალურია“, თუმცა, ზელენსკი თვლის, რომ „რესპუბლიკური პარტიის უმრავლესობა ასევე მხარს უჭერს უკრაინას და უკრაინელ ხალხს“.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეშფოთებულია აშშ-ში მიმდინარე მოვლენებით, რადგან ვაშინგტონში „პოლიტიკურმა ტურბულენტობამ”, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს უკრაინის დახმარებაზე.

„ჩვენ ვიბრუნებთ თავდაჯერებულობას, რადგან იარაღის შემოსვლა დაიწყო, მაგრამ მოწოდება უნდა დაჩქარდეს. ჩვენმა ჯარისკაცებმა უნდა ისწავლონ იარაღის გამოყენება. ისინი ვარჯიშობენ საზღვარგარეთ და ამას დრო სჭირდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.