ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა კურსკის რეგიონში დასახული მიზნის მიღწევას აგრძელებს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი სამხედროები ტყვედ აიყვანეს
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა კურსკის რეგიონში დასახული მიზნის მიღწევას აგრძელებს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი სამხედროები ტყვედ აიყვანეს

უკრაინა კურსკის რეგიონში დასახული მიზნის მიღწევას აგრძელებს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი სამხედროები ტყვედ აიყვანეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ალექსანდრ სირსკიმ კურსკის რეგიონში ოპერაციის შესახებ ახალი დეტალები მომახსენა. დასახულ მიზნებს ვაღწევთ, ჩვენი სახელმწიფოსთვის ტყვეების გაცვლის ფონდში მორიგი მატებაც გვაქვს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელთან, ალექსანდრ სირსკისთან ასევე ისაუბრა ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ, კერძოდ, „მძიმე ბრძოლებზე პოკროვსკის მიმართულებით“ და „ტორეცკის დაცვაზე“.

„მადლობელი ვარ ყველა მიღწეული შედეგისთვის. ვმუშაობთ იარაღით უზრუნველყოფაზე და პარტნიორების მხრიდან აუცილებელი, ძლიერი გადაწყვეტილებების მიღებაზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.