ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა იმსახურებს, გახდეს ნატო-ს წევრი და აუცილებლად გახდება
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა იმსახურებს, გახდეს ნატო-ს წევრი და აუცილებლად გახდება

უკრაინა იმსახურებს, გახდეს ნატო-ს წევრი და აუცილებლად გახდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

„უკრაინა იმსახურებს გახდეს ნატო-ს წევრი და აუცილებლად გახდება, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ამბიცია, ეს არის ევროპის უსაფრთხოების ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი პერსპექტივა, რომელიც უზრუნველყოფს რეალურ გრძელვადიან მშვიდობას. დღეს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კიევში იმყოფებოდა, გვქონდა ნაყოფიერი მოლაპარაკებები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ესაუბრა საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრებს ომში უკრაინის გამარჯვების სტრატეგიასა და ჯარისკაცების გაძლიერებაზე.

„მადლობას ვუხდი საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს და ყველა ჩვენს პარტნიორს – თითოეულ ლიდერს, ყველა სახელმწიფოს, რომლებიც ჩვენთან ერთად დგანან რუსული ტერორის წინააღმდეგ და აახლოებენ ასე საჭირო მშვიდობას. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ჩვენთვის საჭირო იარაღის ერთობლივ წარმოებაზე, რომელიც სჭირდება როგორც უკრაინას, ასევე ჩვენს პარტნიორებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.