ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა დაიწყებს კონტრშეტევას და არ დაელოდება პარტნიორებისგან სამხედრო თვითმფრინავების მიღებას
უკრაინა დაიწყებს კონტრშეტევას და არ დაელოდება პარტნიორებისგან სამხედრო თვითმფრინავების მიღებას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უცხოურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დასავლეთის სამხედრო თვითმფრინავები უკრაინას ომში დაეხმარებოდა, თუმცა ქვეყანა კონტრშეტევას მანამდე დაიწყებს, ვიდრე „ეფ 16“-ის ან სხვა ტიპის სამხედრო თვითმფრინავებს მიიღებს.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის კონტრშეტევისთვის კვლავ საჭიროა ის იარაღი, რომელსაც პარტნიორები ქვეყანას დაჰპირდნენ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, კონტრშეტევა ითვალისწინებს ყირიმის განთავისუფლებას, თუმცა უკრაინის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია დასავლეთის მიერ იარაღის მიწოდებაზე. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ომი შეიძლება, გაგრძელდეს წლები და ათწლეულებიც კი.