ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა, სადაც რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება
ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა, სადაც რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა, სადაც თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.

უკრაინის ლიდერი სტამბოლში მას შემდეგ ჩავიდა, რაც ვიზიტით იმყოფებოდა ბულგარეთში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში.

როგორც სოციალური ქსელებში ზელენსკის გვერდზეა ნათქვამი, ის ერდოღანთან შეხვედრაზე განიხილავს „მშვიდობის ფორმულას“, ასევე ნატო-ს ვილნიუსის სამიტისთვის მზადებას, უსაფრთხოების გარანტიებსა და „მარცვლეულის შეთანხმების“ საკითხებს.

ზელენსკის ოფისში აცხადებენ, რომ ორი ქვეყნის ლიდერი ასევე განიხილავენ უკრაინის აღდგენის საკთხებსა და სამხედრო კონტრაქტებს ორი ქვეყნის საწარმოებს შორის.

მედია ასევე წერს, რომ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ერდოღანი აპირებს სატელეფონო საუბარი გამართოს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან.