ვოლოდიმირ ზელენსკი - სრულმასშტაბიანი შემოჭრის პერიოდში რუსებმა 137 ათასი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს, სასჯელიც არ უნდა იყოს ნაკლები
სრულმასშტაბიანი შემოჭრის პერიოდში რუსებმა 137 000 სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს, სასჯელიც არ უნდა იყოს ნაკლები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ყირიმის პლატფორმის“ მონაწილეებისადმი მიმართვისას განაცხადა.
„სამართლიანობა აერთიანებს ადამიანებს, რადგან სამართლიანობის სურვილი არის ჩვენი ადამიანური კულტურის საფუძველი. დღეს არსებობს, სულ ცოტა, 137 000 მიზეზი, რომ ეს საქმე გავაგრძელოთ და ბოლომდე მივიყვანოთ. 137 000 – ეს არის ამ დროისთვის ცნობილი რიცხვი მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, უკრაინისა და უკრაინელების წინააღმდეგ და ეს ნიშნავს, რომ სასჯელიც არ უნდა იყოს ნაკლები“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სიტყვა სამართლიანობა მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე განსხვავებულად ჟღერს, მაგრამ ყველგან ერთნაირად უნდა იყოს აღქმული.
„ყველა ერმა იცის სამართლიანობის ფასი, ყველა სახელმწიფო პატივს სცემს ადამიანების სიცოცხლესა და საერთაშორისო კანონმდებლობას, უბრალოდ არ შეიძლება, რომ არ არსებობდეს სამართლიანობა“, – განაცხადა ზელენსკიმ.