ვოლოდიმირ ზელენსკი - შვეიცარიაში, „მშვიდობის სამიტზე“ ვერ ვხედავთ რუსეთის წარმომადგენლებს, ვერ ვხედავთ ისეთი ადამიანების მოწვევის მიზანს, რომლებიც ბლოკავენ, ანადგურებენ და კლავენ ყველაფერს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი არ იქნება მიწვეული შვეიცარიაში პირველ „სამშვიდობო სამიტზე“. ამის შესახებ მან სტამბულში თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, რუსეთის წარმომადგენლები შემდეგ შეხვედრაზე მხოლოდ მას შემდეგ იქნებიან მიწვეული, რაც შვეიცარიაში უკრაინის მოკავშირეებთან ერთად შეთანხმებული იქნება სამშვიდობო საგზაო რუკა.
„ჩვენ ვერ ვხედავთ რუსეთის წარმომადგენლებს ამ სამიტზე, ჩვენ ვერ ვხედავთ ისეთი ადამიანების მოწვევის მიზანს, რომლებიც ბლოკავენ, ანადგურებენ და კლავენ ყველაფერს. ჩვენ გვინდა მივიღოთ შედეგი, ჩვენ გვინდა მხოლოდ მშვიდობა უკრაინისთვის. ამიტომ ჯერ მსოფლიოს ცივილიზებული ქვეყნები დეტალურ გეგმას შეიმუშავებენ და ექნებათ შედეგი და მხოლოდ ამის შემდეგ მოიზიდავენ რუსეთის წარმომადგენლებს, ზუსტად მათ, ვინც მზად არიან სამართლიანი სამყაროსთვის“, – განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ.
ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, უმასპინძლოს „მშვიდობის სამიტს“ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებისთვის.
„ჩვენ თავიდანვე შევიტანეთ და შეგვაქვს წვლილი ომის მოლაპარაკებების გზით დასასრულებლად. ჩვენ მზად ვართ, ვუმასპინძლოთ სამშვიდობო სამიტს, რომელშიც რუსეთიც ჩაერთვება”, – განაცხადა ერდოღანმა.