უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საშობაო მიმართვას ავრცელებს.
ზელენსკის თქმით, ეს უკვე მეორე განსხვავებული შობაა უკრაინისთვის ომის დროს, ხოლო ოჯახური ვახშამი შობის დროს აღარაა ისეთი, როგორიც იყო, რადგან ყველა არ იმყოფება საკუთარ ოჯახში ან არ აქვს სახლი.
„ჩვენ ვლოცულობთ ომის დასრულებისთვის, ვლოცულობთ გამარჯვებისთვის. საბოლოოდ სიბნელე და ბოროტება დამარცხდება. დღევანდელი ჩვენი მიზანიც ესაა, ჩვენი საერთო სურვილი და დღევანდელი ჩვენი საერთო ლოცვაც ეს არის, ჩვენი თავისუფლებისთვის, გამარჯვებისთვის, უკრაინისთვის. იმ დღეს, როდესაც ჩვენ ყველანი შევძლებთ სახლში შეკრებას მშვიდობიანი შობის, მშვიდობიანი წლისთვის და ყველანი ვეტყვით ერთმანეთს – ქრისტე იშვა”,- განაცხადა ზელენსკიმ.