ვოლოდიმირ ზელენსკი - სამშვიდობო მოლაპარაკებები არ იქნება, ვიდრე რუსული ძალები ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დატოვებენ
ვოლოდიმირ ზელენსკი - სამშვიდობო მოლაპარაკებები არ იქნება, ვიდრე რუსული ძალები ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დატოვებენ

სამშვიდობო მოლაპარაკებები არ იქნება, ვიდრე რუსული ძალები ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დატოვებენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აფრიკელ ლიდერებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებების მანამდე დაწყება კონფლიქტის გაყინვას გამოიწვევს.

„რუსეთთან ნებისმიერი მოლაპარაკებების ახლა დაშვება, როდესაც ოკუპანტი ჩვენ მიწაზეა, ეს ნიშნავს გავყინოთ ომი, გავყინოთ ტკივილი და ტანჯვა. რუსეთი დიდხანს ცდილობდა ყველას მოტყუებას „მინსკით“. ნათელია, რომ რუსეთი ცდილობს ახლა თავის ძველ, პრიმიტიულ სიცრუის ტაქტიკაზე დაბრუნებას. თუმცა მსოფლიოს მოტყუება რუსეთს აღარ გამოუვა. უკრაინის მოტყუება ნამდვილად შეუძლებელია. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, საჭიროა რეალური მშვიდობა, რაც ნიშნავს რუსული ძალების ჩვენი დამოუკიდებელი ტერიტორიებიდან რეალურად გასვლას“,- განაცხადა ზელენსკიმ.