ვოლოდიმირ ზელენსკი - საკითხავია, რას გააკეთებს დონალდ ტრამპი, თუ ვლადიმერ პუტინი უკრაინის შემდეგ არ გაჩერდება?
რას იზამს დონალდ ტრამპი, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის შემდეგ არ გაჩერდება? – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ჟურნალისტებს განუცხადა, რითიც გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ ის უკრაინაში ომს მალე დაასრულებს.
ზელენსკის თქმით, ტრამპმა გადაწყვიტა, რომ კონფლიქტს თუ არ გაყინავს და უფლებას მისცემს პუტინს, სრულად შევიდეს უკრაინაში, მაშინ პუტინი შეჩერდება.
„ტრამპმა თქვა, პუტინი თუ არ გაჩერდება, მაშინ ის მეტ იარაღს გადასცემს უკრაინას. უკრაინა თუ არ გაჩერდება, ტრამპი რეზერვებს წაართმევს. მაშინაც კი, თუ ტრამპი მხარს არ დაგვიჭერს – წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ არ დავთანხმდებით ჩვენი ტერიტორიების დათმობას, ტრამპი შეწყვეტს ჩვენს მხარდაჭერას და, ვთქვათ, პუტინი მოახდენს ოკუპაციას გარკვეული პერიოდის შემდეგ. მაშინ საკითხავია, რას გააკეთებს ტრამპი ამის მერე, თუ უკრაინის შემდეგ რუსეთი ნატო-ს ქვეყანას დაიკავებს? ტრამპმა გადაწყვიტა, რომ კონფლიქტს თუ არ გაყინავს და უფლებას მისცემს პუტინს, სრულად შევიდეს უკრაინაში, მაშინ პუტინი შეჩერდება. პუტინი არ შეჩერდება. რას იზამს ამის შემდეგ ტრამპი აშშ-ში? მსგავს შემთხვევაში, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპამ წააგო და დაკარგა ყველაზე დიდი და ძლიერი არმია, რადგან დაკარგა უკრაინა“, – განაცხადა ზელენსკიმ.