ვოლოდიმირ ზელენსკი სახიფათო გამონაკლისად აფასებს კანადის გადაწყვეტილებას, დაუბრუნოს გერმანიას ბუნებრივი აირის ტურბინა
ვოლოდიმირ ზელენსკი სახიფათო გამონაკლისად აფასებს კანადის გადაწყვეტილებას, დაუბრუნოს გერმანიას ბუნებრივი აირის ტურბინა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სახიფათო გამონაკლისად აფასებს კანადის გადაწყვეტილებას, გერმანიას დაუბრუნოს ბუნებრივი აირის ტურბინა, რომელიც მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ის სრული დატვირთვით ასამუშავებლად არის განკუთვნილი.

„ახლა უკვე ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი შეეცდება, არა მხოლოდ მაქსიმალურად შეუზღუდოს გაზის მიწოდება ევროპას, არამედ სრულად შეუწყვიტოს. სწორედ ამისთვის უნდა მოვემზადოთ, ეს უკვე პროვოცირებულია. ასეთ პირობებში ყოველი დათმობა რუსეთის ხელმძღვანელობისთვის აღიქმება, როგორც სტიმული სამომავლო უფრო ძლიერი ზეწოლისთვის. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ შესაძლებელია ამ გადაწყვეტილების გადახედვა. რუსეთი ენერგოსფეროში არასდროს თამაშობდა წესებით და არც ახლა ითამაშებს, თუ არ დაინახავს ძალას“,- განაცხადა ზელენსკიმ.