ვოლოდიმირ ზელენსკი - საჭიროა, ყველა ევროპულმა ქვეყანამ დაბლოკოს პორტები რუსეთისთვის, რათა ყველა რუსული კომერციული ხომალდი რუსული სამხედრო გემის გზას გაუყვეს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, დაბლოკონ პორტები რუსეთისთვის, რათა ყველა რუსული კომერციული ხომალდი „რუსული სამხედრო გემის გზას გაუყვეს“.
აღნიშნულის შესახებ უკრაინის ლიდერმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა მსოფლიოს ქვეყნებს საზოგადოებრივი ინიციატივებისთვის, რომლებიც რუსეთისთვის შეზღუდვებს არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ საზოგადოების დონეზეც ითვალისწინებს.
„კერძოდ, მადლობელი ვარ პორტის თანამშრომელთა შვედური პროფკავშირის, რომელმაც პირობა დადო, რომ არ მოემსახურება რუსეთთან დაკავშირებულ ხომალდებს. ეს სწორია. ეს კარგი მაგალითია, რომელსაც უნდა მიბაძონ ყველა საზოგადოებრივმა სტრუქტურამ, ყველა პროფკავშირმა და ბიზნესასოციაციამ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, თუ რუსეთს ახლა არ შეაჩერებენ და არ დასჯიან, სხვა აგრესორები მსოფლიოში სხვა ომებს დაიწყებენ.
„მოქმედებაა ახლა საჭირო, რათა ყველა სხვა პოტენციურმა აგრესორმა დაინახოს, რომ ომი მხოლოდ ზარალია და არანაირი სარგებელია. ამიტომ საჭიროა, ყველა ევროპელმა დაბლოკოს რუსული ხომალდებისთვის პორტები, რათა ყველა რუსული კომერციული ხომალდი რუსული სამხედრო გემის გზას გაუყვეს. საჭიროა, ყველა დასავლური კომპანია გავიდეს რუსული ბაზრიდან და დამალონ იაფფასიანი პიარის უკან შემოსავლის მიღების წყურვილი სისხლისღვრის, სამხედრო დანაშაულებების მიუხედავად, როგორც ამას, მაგალითად, „ნესტლე“ და „აშანი“ აკეთებენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.