ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსული „ტიტანიკი“ აისბერგს 24 თებერვალს დაეჯახა და ის ჩაძირვას ვერ გადაურჩება
რუსული „ტიტანიკი“ აისბერგს 24 თებერვალს დაეჯახა და ის ჩაძირვას ვერ გადაურჩება, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას გააკეთა. მან ისაუბრა მსოფლიოში ბუნებრივ აირზე გაზრდილ ფასებზე და განაცხადა, რომ ევროპა მოსკოვის შანტაჟს არ დანებდება.
„რუსეთის შანტაჟის გამო ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა 1000 კუბურ მეტრში 3 300 დოლარს გადააჭარბა. რუსეთის ამ ნამდვილად ანტიევროპულ პოლიტიკას დამანგრეველი ხასიათი აქვს, თუმცა სტრატეგიულ პერსპექტივაში თავად რუსეთისთვისაც. ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე რუსეთი, როგორც მოთამაშე, აღარ იქნება. თუ ვინმეს რუსეთში ჰგონია, რომ წელს ზამთარში დააჩოქებს ევროპას მთლიანად, ან უკრაინას ან ცალკეულ სახელმწიფოებს, ცდება. ეს წამგებიანი გათვლაა.
ევროპა საკმარისად ძლიერია, რომ რუსეთის ენერგოსისტემიდან, რუსული ენერგომატარებლებისგან დამოუკიდებელი გახდეს და არ დანებდეს ენერგეტიკული ტერორისტების შანტაჟს „გაზპრომიდან“, – განაცხადა ზელენსკიმ.