ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსული სარაკეტო დარტყმა ოდესაზე აღმოჩნდა დარტყმა თავად რუსეთის პოლიტიკურ პოზიციებზე
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსული სარაკეტო დარტყმა ოდესაზე აღმოჩნდა დარტყმა თავად რუსეთის პოლიტიკურ პოზიციებზე

რუსული სარაკეტო დარტყმა ოდესაზე აღმოჩნდა დარტყმა თავად რუსეთის პოლიტიკურ პოზიციებზე, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„დღევანდელი რუსული სარაკეტო თავდასხმა ოდესაზე, ჩვენს პორტზე, ცინიკურად აღმოჩნდა დარტყმა თავად რუსეთის პოლიტიკურ პოზიციებზეც. ვინმეს მსოფლიოში თუ კიდევ შეეძლო ეთქვა, რომ რუსეთთან რაღაც დიალოგია საჭირო, რაღაც შეთანხმება, ხედავთ, რა ხდება. დღევანდელმა რუსულმა „კალიბრმა“ გაანადგურა ასეთი განცხადებების შესაძლებლობა და ჩვენ ვხედავთ მსოფლიო ერთსულოვან რეაქციას ამ დარტყმაზე. დამპყრობლები ვეღარავის მოატყუებენ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხერსონის ოლქზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გარკვეული წარმატებები აქვთ ოლქის დეოკუპაციის მიმართულებით.

„უპირველეს ყოვლისა, ახლა შეიძლება საუბარი ხერსონის ოლქზე. ოკუპანტები ცდილობდნენ იქ გამაგრებას, მათმა თანამშრომლებმა გააკეთეს სხვადასხვა თავხედური განცხადება, მაგრამ როგორ დაეხმარათ მათ ეს? უკრაინის შეიარაღებული ძალები ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევენ ოლქში”, – აღნიშნა ზელენსკიმ.