რუსული ბოროტება უნდა დამარცხდეს, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ძალების მიერ ოდესის დაბომბვას.
ზელენსკის თქმით, რუსი ტერორისტებისთვის პასუხი აუცილებლად იქნება.
„რაკეტები მშვიდობიანი ქალაქების, საცხოვრებელი სახლების, ტაძრის წინააღმდეგ. რუსულ ბოროტებას ვერანაირი გამართლება ვერ ექნება. როგორც ყოველთვის, ეს ბოროტება მარცხდება. ოდესაშიც რუსი ტერორისტებისთვის პასუხი აუცილებლად იქნება. ისინი იგრძნობენ ამ პასუხს. ყველას, ვინც დაზარალდა ამ მორიგი ტერორისტული თავდასხმის შედეგად, ეხმარებიან. მე მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ეხმარება ადამიანებს, ყველასი, ვინც ფიქრებით და ემოციებით ოდესასთანაა. ჩვენ ამას გავივლით. ჩვენ დავაბრუნებთ მშვიდობას. ამისთვის რუსული ბოროტება უნდა დამარცხდეს“, – წერს ზელენსკი.