ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა მსოფლიო რადიაციული კატასტროფის ზღვარზე დააყენა
რუსეთმა მსოფლიო რადიაციული კატასტროფის ზღვარზე დააყენა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა. საგანგებო სხდომა ექვსი ქვეყნის, ალბანეთის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, ირლანდიისა და ნორვეგიის მოთხოვნის საფუძველზე, უკრაინაში ომის დაწყებიდან ექვსი თვისთავთან დაკავშირებით გაიმართა.
ზელენსკის თქმით, „რუსმა სამხედროებმა ევროპის უმსხვილესი ბირთვული ელექტროსადგურის ტერიტორია საბრძოლო მოქმედებების ზონად აქციეს”.
პრეზიდენტის განცხადებით, სადგურზე მუდმივი კონტროლი საერთაშორისო ატომურმა სააგენტომ უნდა აიღოს, „რუსეთმა კი, უპირობოდ უნდა შეწყვიტოს ბირთვული შანტაჟი და სადგურის ტერიტორია დატოვოს”.
სიტყვით მიმართვისას, ზელენსკიმ ასევე ხაზი გაუსვა რუსეთის აგრესიით გამოწვეულ „ხელოვნურ შიმშილს“ მსოფლიოში და ენერგეტიკულ კრიზისს.
გაერო-ს გენერალური მდივან ანტონიუ გუტერეშის თქმით, „ამ უაზრო ომის შედეგები იგრძნობა უკრაინის ფარგლებს მიღმაც”. გენერალურმა მდივანმა შეშფოთება გამოთქვა ზაპოროჟიეს ბირთვული ატომური სადგურის გარშემო არსებული ვითარების გამო.
აღსანიშნავია, რომ ზელენსკის ვიდეომიმართვის ფორმით სხდომაში მონაწილეობას ეწინააღმდეგებოდა რუსეთი.