ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა ძირითადად ენერგეტიკულ ობიექტებზე მიიტანა იერიში, დარტყმები კიდევ მოსალოდნელია
რუსეთმა ძირითადად ენერგეტიკულ ობიექტებზე მიიტანა იერიში, დარტყმები კიდევ მოსალოდნელია, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში გააკეთა.
ზელენსკის თქმით, უკრაინა ყველაფერს გაუძლებს.
„85 რაკეტა გამოუშვეს უკრაინის მიმართულებით, დაარტყეს ჩვენს ქალაქებს და ძირითადად ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. გასაგებია, რაც მტერს სურს. ის ამას ვერ მიაღწევს. კიდევ წინ არის 20 დარტყმა. რაკეტები მოფრინავს. ასე რომ გთხოვთ, თავს გაფრთხილდით და იყავით თავშესაფრებში. ვიცი, რომ დარტყმების შედეგად ჩვენს ქალაქებში ენერგეტიკა გათიშულია. ყველაფერს აღვადგენთ. ყველაფერს ავიტანთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.