ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა დააზარალა მოლდოვა, სცადა საქართველოს დაყოფა, კავკასიის სხვა ნაწილების დესტაბილიზაცია, ბელარუსის მოგუდვა და ცდილობს, ნაწილები მოაშოროს უკრაინის სხეულს
რუსეთი ათწლეულების განმავლობაში ცდილობდა, შეენარჩუნებინა კონტროლი მეზობელ ერებზე ომების დაწყებით და ომების გაყინვით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესპანეთში განაცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტი იმართება.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთმა დააზარალა მოლდოვა, სცადა საქართველოს დაყოფა, კავკასიის სხვა ნაწილების დესტაბილიზაცია, ბელარუსის მოგუდვა და ცდილობს, ნაწილები მოაშოროს უკრაინის სხეულს.
„ყველა ერი, რომლის წინააღდეგაც რუსეთი მოქმედებს რაიმე გზით, ყველა ქვეყანა განიცდის ჩარევას ან შეჭრას. ჩვენ, ყველა უნდა ვიყოთ განსაკუთრებულად გაერთიანებული, განსაკუთრებულ თანამშრომლობაში. ყველას გვჭირდება დახმარების ფორმატი იმ ერებისთვის, ვისი სიცოცხლის განადგურებაც უკვე სცადა კრემლმა, რომ რუსეთმა ნანგრევების გავრცელება ვეღარსად შეძლოს. ყველა ამ ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური მხარდაჭერა, უსაფრთხოების გარანტიები, რომ რუსეთს აღარ გაუჩნდეს მათი სუვერენეტეტის დარღვევის სურვილი“, – განაცხადა ზელენსკიმ.