ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთისთვის სრულმასშტაბიანი მარცხი იქნება საიმედო გარანტია ახალი აგრესიებისა და კრიზისებისგან დასაცავად
რუსეთისთვის სრულმასშტაბიანი მარცხი იქნება საიმედო გარანტია ახალი აგრესიებისა და კრიზისებისგან დასაცავად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ყველაფერი კეთდება ეტაპობრივად და ყველგან, რათა რუსულმა რევანშიზმმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ყველა ელემენტი წააგოს.
„რუსეთმა უნდა წააგოს ბრძოლის ველზე, ეკონომიკაში, საერთაშორისო ურთიერთობებში, საკუთარი იმპერიული მითებით ისტორიული ჭეშმარიტების ჩანაცვლების მცდელობებში. კრემლი მარცხდება ჩვენი ხალხის სულიერად დამონების მცდელობაში და სწორედ რუსეთის სრულმასშტაბიანი მარცხი იქნება საიმედო გარანტია ახალი აგრესიებისა და კრიზისებისგან დასაცავად. ამ კვირაში მივიღეთ გადაწყვეტილება თავდაცვის მხარდაჭერის ახალ პაკეტებზე – აშშ-დან, ლიეტუვიდან, ფინეთიდან, გერმანიიდან. შვედეთის პარლამენტმა უკვე დაამტკიცა უკრაინის თავდაცვის მე-11 მხარდაჭერის პაკეტი. არსებობს უსაფრთხოების პაკეტი და ძლიერი შეთანხმებები იაპონიასთან“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.