ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის თავდასხმები ჩვენს ქვეყანასა და პორტებზე ალიანსმა ცალსახად დაგმო, მადლობა ნატო-უკრაინის საბჭოს არსებითი მუშაობისთვის
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის თავდასხმები ჩვენს ქვეყანასა და პორტებზე ალიანსმა ცალსახად დაგმო, მადლობა ნატო-უკრაინის საბჭოს არსებითი მუშაობისთვის

რუსეთის თავდასხმები ჩვენს ქვეყანასა და პორტებზე ნატო-ში ცალსახად დაგმეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას ისაუბრა.

„დღეს არის დღე, რომელიც უნდა დასრულდეს განსაკუთრებული მადლიერებით ჩვენი საჰაერო თავდაცვის მეომრების მიმართ ყოველი ჩამოგდებული რაკეტისთვის. მონაცემები ჯერ კიდევ მოწმდება, მაგრამ, წინასწარი ინფორმაციით, მხოლოდ დღევანდელი სარაკეტო თავდასხმის დროს 30-ზე მეტი რაკეტა ჩამოაგდეს. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც იცავს უკრაინის ცას.

დღეს ნატო-უკრაინის საბჭოს პირველი საგანგებო სხდომა გაიმართა. ალიანსმა რუსეთის თავდასხმები ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს პორტებზე ცალსახად დაგმო. მადლობას ვუხდი ნატო-უკრაინის საბჭოს არსებითი მუშაობისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა ამზადებს ყირიმის დეოკუპაციისთვის ნაბიჯების ჩამონათვალს.

„ყირიმი, ისევე როგორც დანარჩენი უკრაინა, თავისუფალი იქნება რუსული ბოროტებისგან. ჩვენ შეგვიძლია, სწრაფად მოვახდინოთ ყირიმის რეინტეგრაცია უკრაინის სახელმწიფო სტრუქტურაში. რუსეთი წააგებს ამ ომს და ვერცერთი რაკეტა ვერ გადაარჩენს მას“, – განაცხადა ზელენსკიმ.