ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას ცდილობენ, ეს არის ომის გამოცხადება მთელს ევროპაში
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას ცდილობენ.
ამის შესახებ ზელენსკი „ტვიტერში“ წერს.
„რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას ცდილობენ. ჩვენი დამცველები სიცოცხლეს წირავენ, რომ 86 წლის ტრაგედია არ განმეორდეს. შევატყობინე ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრს. ეს არის ომის გამოცხადება მთელს ევროპაში“, – წერს ზელენსკი.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.