ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის იერიშების შედეგად, უკრაინის ელექტროსადგურების 30 პროცენტი განადგურებულია, პუტინის რეჟიმთან მოლაპარაკებისთვის სივრცე აღარ რჩება
რუსეთის იერიშების შედეგად უკრაინის ელექტროსადგურების 30 პროცენტი განადგურებულია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა.
ზელენსკის თქმით, პუტინის რეჟიმთან მოლაპარაკებისთვის სივრცე აღარ რჩება.
„რუსული ტერორისტული თავდასხმების კიდევ ერთი სახეობა – ენერგეტიკულ და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა და მათი დაზიანება. 10 ოქტომბრის შემდეგ ელექტროსადგურების 30 პროცენტი განადგურებულია, რამაც მთელს ქვეყანაში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა გამოიწვია. პუტინის რეჟიმთან მოლაპარაკებისთვის სივრცე აღარ რჩება“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
შეგახსენებთ, 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთის არმიამ უკრაინის ელექტროსადგურებზე რამდენიმე იერიში განახორციელა.