ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის გზა ომის 107 დღის განმავლობაში არის სახელმწიფოს სრული დეგრადაციის მაგალითი
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის გზა ომის 107 დღის განმავლობაში არის სახელმწიფოს სრული დეგრადაციის მაგალითი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მისი ქვეყნის წინააღმდეგ 107 დღის განმავლობაში მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომის გზას სახელმწიფოს სრული დეგრადაციის ნიმუშად მიიჩნევს. ამის შესახებ ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„რუსეთს დონბასის ყველა ქალაქის განადგურება სურს. და ეს გადაჭარბებული არ არის. ვოლნოვახას მსგავსად, მარიუპოლის მსგავსად. მთელი ეს ნანგრევები ოდესღაც ბედნიერ ქალაქებში, ხანძრების შავი კვალი, აფეთქებების შედეგად კრატერები – ეს არის ყველაფერი, რაც რუსეთს შეუძლია, მისცეს თავის მეზობლებს, ევროპას, მსოფლიოს. ალბათ ეს არის ნებისმიერი სახელმწიფოს სრული დეგრადაციის უსწრაფესი მაგალითი – გზა, რომელიც რუსეთის სახელმწიფომ 107 დღეში გაიარა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, დონბასში ძალიან სასტიკი ბრძოლები გრძელდება.

„უკრაინელი სამხედროები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შეაჩერონ ოკუპანტების შეტევითი მოქმედებები, რამდენადაც მათ აქვთ საკმარისი მძიმე იარაღი, თანამედროვე არტილერია, ყველაფერი, რაც ჩვენ ვთხოვეთ და ვაგრძელებთ თხოვნას ჩვენი პარტნიორებისთვის“, – განაცხადა მან.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მისი მთავრობა ომის შემდეგ სახელმწიფოს ფართომასშტაბიანი აღდგენისთვის ემზადება და აპირებს ბევრი შეცვლას, მაგრამ ბრძოლები ჯერ კიდევ გრძელდება.