ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის ფედერაციის ცინიკური ტაქტიკის ერთადერთი შესაძლო შედეგი დამარცხება და სამართლიანი სასჯელი იქნება
რუსეთის ფედერაციის ცინიკური ტაქტიკის ერთადერთი შესაძლო შედეგი დამარცხება და სამართლიანი სასჯელი იქნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, რუსულ სამყაროს უკრაინელებისთვის ტკივილი და ტანჯვა მოაქვს.
„რა მოაქვს „რუსულ სამყაროს“ უკრაინელებისთვის? „ცე-300“-ის რაკეტები საცხოვრებელ კორპუსებში, საერთო საცხოვრებლებში და უნივერსიტეტებში. ტკივილი, ტანჯვა და განადგურება. მსგავს მოლაპარაკებებს გვთავაზობთ? ტერორისტები. რუსეთის ფედერაციის ცინიკური ტაქტიკის ერთადერთი შესაძლო შედეგი დამარცხება და სამართლიანი სასჯელი იქნება“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.