ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის არცერთი ტერაქტი არ უნდა დარჩეს უპასუხოდ, უკრაინა მტერს დარტყმებს ყველაზე სუსტ ადგილებში მიაყენებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის არცერთი ტერაქტი არ უნდა დარჩეს უპასუხოდ, უკრაინა მტერს დარტყმებს ყველაზე სუსტ ადგილებში მიაყენებს

რუსეთის არცერთი ტერაქტი არ უნდა დარჩეს უპასუხოდ, უკრაინა მტერს დარტყმებს ყველაზე სუსტ ადგილებში მიაყენებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში სამხედრო მაღალჩინოსნებთან თათბირის შემდეგ დაწერა.

ზელენსკიმ ავდეევკის მიმართულებიდან დაბრუნებული მთავარსადლის, ალექსანდრ სირკის ანგარიშს მოუსმინა.

მისი თქმით, შეხვედრაზე განსაზღვრეს ადგილი, სადაც შესაძლებელია რუსეთისთვის ყველაზე დიდი ზარალის მიყენება.

„რაც მეტს დაკარგავს რუსეთის სახელმწიფო და რაც უფრო დიდი იქნება მისი აგრესიის საფასური, მით უფრო ახლოს იქნება ომის სამართლიანი დასასრული“, – აღნიშნა ზელენსკიმ.