ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ვერ აღადგენს ტექნიკის იმ დანაკარგს, რომელიც უკრაინაში განიცადა
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ვერ აღადგენს ტექნიკის იმ დანაკარგს, რომელიც უკრაინაში განიცადა

რუსეთი ვერ აღადგენს ტექნიკის იმ დანაკარგს, რომელიც უკრაინაში განიცადა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ჩამოგდებულია 250-მდე რუსული ვერტმფრენი. ზელენსკის განცხადებით, მადლობას უხდის უკრაინელ მებრძოლებს მტრის დემილიტარიზაციისთვის.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ახლა სასტიკი ბრძოლები გრძელდება დონეცკის ოლქში, ბახმუტის და ავდეევკას მიმართულებებზე.

„სასტიკი ბრძოლები გრძელდება დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმართულებაზე, ავდეევკასთან. იქ ახლა ყველაზე კარგად ჩანს რუსული მეთაურობის სიგიჟე: ისინი იქ ყოველდღიურად ხალხს სიკვდილზე მიერეკებიან, ახორციელებენ საარტილერიო დარტყმების მაქსიმალური სიმძლავრის კონცენტრაციას. ყველა ჩვენი მეომარი, რომელსაც ამ მიმართულებით პოზიციები უჭირავს, ნამდვილი გმირია. გრძელდება აქტიური მოქმედებები სხვა მიმართულებითაც. მინდა, დღეს აღვნიშნო 25-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადის მებრძოლები ლუგანსკის ოლქში ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებისას გამოვლენილი სიმამაცისთვის. დღის განმავლობაში საჰაერო განგაში რამდენჯერმე ისმოდა ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიის დიდ ნაწილზე. საჰაერო ძალებს აქვთ შედეგები: ჩამოგდებულია დამპყრობლების მორიგი ვერტმფრენი, მორიგი დრონები. ჩამოგდებული რუსული ვერტმფრენების საერთო რაოდენობა უკვე 250-ს უახლოვდება. რუსმა ოკუპანტებმა უკვე დაკარგეს იმდენი საავიაციო და სხვა სახის ტექნიკა, რამდენიც მსოფლიოს ქვეყნების არმიების უმეტესობას არც კი გააჩნია და არასდროს ექნება. რუსეთი ვერ შეძლებს ამ დანაკარგების აღდგენას. მადლობას ვუხდი ჩვენს მებრძოლებს მტრის ეტაპობრივი და შეუქცევადი დემილიტარიზაციისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.