ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი არ წყვეტს თავდასხმებს დონეცკსა და ლუგანსკში, თუმცა დიდ ზარალს განიცდის, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ძალებზე ზემოქმედების მიუხედავად, ფრონტის ხაზი არ შეცვლილა
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი არ წყვეტს თავდასხმებს დონეცკსა და ლუგანსკში, თუმცა დიდ ზარალს განიცდის, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ძალებზე ზემოქმედების მიუხედავად, ფრონტის ხაზი არ შეცვლილა

დამპყრობლების დიდი ზემოქმედების მიუხედავად, ფრონტის ხაზი არ შეცვლილა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს დონბასში, დონეცკსა და ლუგანსკში დიდი დანაკარგები აქვს.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მთავარსარდლის შტაბის შეხვედრაზე მოისმინეს უკრაინელი მეთაურების გაფართოებული და დეტალური მოხსენებები ფრონტის ხაზიდან.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ ისაუბრა ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასა და ჩვენს პოზიციებზე მტრის სარაკეტო თავდასხმების შესახებ. რა თქმა უნდა, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების შესახებ ანგარიშები განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს. ყველაფერს ვაკეთებთ იქ მტრის თავდასხმების შესაკავებლად. მუდმივ, ინტენსიურ თავდასხმებს რუსეთი არ წყვეტს, თუმცა დიდ ზარალს განიცდის. ოკუპანტები იქ იარაღის მთელ სპექტრს იყენებენ ჩვენი ბიჭების წინააღმდეგ, მათ შორის ცრემლმდენი ყუმბარების ჩათვლით. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ძალებზე დიდი ზემოქმედების მიუხედავად, ფრონტის ხაზი არ შეცვლილა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.