ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთს არ შეუძლია ჩვენი დამარცხება და ამიტომ ამბობს, რომ უკრაინაში ნატო-სთან ომობს
რუსეთი ამბობს, რომ უკრაინაში ნატო-სთან ომობს, რადგანაც არ შეუძლია ჩვენი დამარცხება, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „ალ არაბიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთს არ შეუძლია, აღიაროს ბრძოლის ველზე წარუმატებლობა და ამიტომ ამტკიცებს, რომ უკრაინაში ნატო-ს ეომება.
„ძალიან სასაცილოა, რომ რუსთი უკრაინის ტერიტორიაზე ნატო-ს ეომება. რუსეთი ეომება უკრაინას. და რადგანაც მას არ შეუძლია პატიოსნად ომი, ამიტომ ის უკვე ამბობს, რომ ნატო-ს ეომება. მას რცხვენია, აღიაროს, რომ ქვეყანას, რომელიც 40-ჯერ აღემატება სიდიდით უკრაინას, არ შეუძლია ჩვენი დამარცხება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ნატო არ აწარმოებს აგრესიულ ომს რუსეთის წინააღმდეგ,
„დღეს ნატო არ არის შეტევითი ალიანსი. მე ვერ ვხედავ, რომ ნატო-ს ქვეყნები დღეს რაიმე ომს აჩაღებდნენ. ვერ ვხედავ ნატო-ს რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნას. მე ვერ ვხედავ ვერცერთ ნატოელს, რომელიც კლავს რუსს მათ ტერიტორიაზე ან სადმე სხვაგან“, – განაცხადა ზელენსკიმ.