ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსებისთვის უმჯობესია, თავი აარიდონ კრიმინალურ მობილიზაციას, ვიდრე დაიღუპონ დამნაშავეებად უცხო მიწაზე
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსებისთვის უმჯობესია, თავი აარიდონ კრიმინალურ მობილიზაციას, ვიდრე დაიღუპონ დამნაშავეებად უცხო მიწაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ტყვედ ჩაბარების შემთხვევაში, რუს სამხედროებს ცივილიზებულ მოპყრობას, ჩაბარების გარემოებების გასაიდუმლოებას და რუსეთში არდაბრუნების შესაძლებლობას ჰპირდება. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოვედღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„შემთხვევითი არ არის, რომ რუსეთის მიერ გამოცხადებულ კრიმინალურ მობილიზაციას თავად რუსეთის მოქალაქეებმა უწოდეს დასამარება. რუსეთის ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ მათ მოქალაქეებს სასიკვდილოდ აგზავნიან, სხვა გზა არ არსებობს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, რუსეთის მეთაურებს არ აღელვებთ საკუთარი ხალხის სიცოცხლე და რუსებისთვის უმჯობესია, თავი აარიდონ ამ კრიმინალურ მობილიზაციას, ვიდრე დაიღუპონ დამნაშავეებად უცხო მიწაზე.

„თითოეულ რუს ჯარისკაცს, ვინც ტყვედ ჩაბარდება, უკრაინა სამ რამეში მისცემს გარანტიას. პირველი: თქვენ მოგექცევიან ცივილიზებულად, ყველა კონვენციის შესაბამისად. მეორე: ვერავინ გაიგებს, რა გარემოებებში დანებდით, რუსეთში ვერავინ გაიგებს, რომ თქვენი ჩაბარება ნებაყოფლობითი იყო. მესამე: თუ შეგეშინდებათ რუსეთში დაბრუნების და თავად არ მოგინდებათ გაცვლა, ჩვენ ვიპოვით გზას ამის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ზელენსკიმ.