უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იელის უნივერსიტეტის მოსწავლეებსა და ლექტორებს მიმართა სიტყვით.
ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ უკვე რთული სათქმელია, ვინ ან რა არის ვლადიმერ პუტინი.
ზელესნკის თქმით, ახლა პუტინის რეჟიმთან მოლაპარაკება შეუძლებელია, რადგან მას უკრაინელი ხალხის განადგურება აქვს მიზნად დასახული.
„ჩემთვის უკვე რთული სათქმელია, ვინ არის ან რა არის პუტინი. პუტინი დღეს – ეს ადამიანების გარემოცვაა, სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობა ბრენდ „პუტინის“ ქვეშ გაერთიანებული, რომლებიც დგამენ აგრესიულ ნაბიჯებს ერის გასანადგურებლად. ჩვენ არ ვართ მზად, აი ასე ავდგეთ და ვისაუბროთ პუტინთან, საერთო ჯამში კი ამ რეჟიმთან“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებები შესაძლებელი იქნება, მაშინ როცა რუსი სამხედროები უკრაინის ტერიტორიას დატოვებენ.
„როცა ხელები მთლიანად სისხლით გაქვს დასვრილი, არავის უნდა შენთვის ხელის ჩამორთმევა“, – განაცხადა ზელენსკიმ.