ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინთან შეხვედრის გარეშე შეუძლებელია იმის გაგება, რისთვის არის რუსეთი მზად
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის გარეშე შეუძლებელია იმის გაგება, თუ რისთვის არის მზად რუსეთი. ამის შესახებ ზელენსკიმ ევროპის მაუწყებელთა კავშირის რამდენიმე წევრისთვის, მათ შორის უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„მიმაჩნია, რომ ნებისმიერ ფორმატში ამ შეხვედრის გარეშე, რეალურად ბოლომდე ვერ გაიგებთ, რისთვის არიან ისინი მზად, რომ ომი შეაჩერონ და რისთვის არიან მზად იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მზად არ ვართ ამა თუ იმ კომპრომისებზე წასასვლელად“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უპირველეს ყოვლისა საჭიროა იმის გარკვევა, საერთოდ სურს თუ არა რუსეთს ომის შეჩერება.
„უპირველეს ყოვლისა საჭიროა, ვიპოვოთ ფორმატი, რომელშიც ზოგადად გავიგოთ, სურს თუ არა რუსეთს ომის შეჩერება. რადგან ჩვენ შეიძლება სხვა საკითხებამდე არც მივიდეთ. სურს თუ არა მას და შეუძლია თუ არა ამის გაკეთება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.