ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინს არ აქვს უკრაინის პორტების დაპყრობის ძალა, ჩვენ უბრალოდ ჩავძირავთ მათ გემებს
პუტინს არ აქვს უკრაინის პორტების დაპყრობის ძალა, ჩვენ უბრალოდ ჩავძირავთ მათ გემებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამზე“ დაწერა.
ზელენსკის თქმით, დღეს ნათლად ჩანს, რომ რუსეთს არ შეუძლია უკრაინის სრული ოკუპაცია.
„ბრძოლის ველზე ყველა ქმედება აჩვენებს, რომ დღეს რუსეთს არ შეუძლია უკრაინის სრული ოკუპაცია და ჩვენი განადგურება. მათი სურვილები უცვლელია, მაგრამ ყველა ხვდება, რომ აღარ შეუძლიათ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა არ მისცემს რუსეთს ისე გაძლიერების საშუალებას, როგორიც ის თავიდან იყო.
„ადეკვატურია თუ არა, რომ ადამიანი თავს ესხმის პორტებს? მოდით, ამაზე ვისაუბროთ. პუტინს არ შეუძლია, დაიკავოს ეს პორტები. ანუ, ეს არ არის სამხედრო ქმედება. ეს არ არის ომიც კი. მას არ შეუძლია ჩვენს პორტებში დადგომა. შეუძლებელია. მას არანაირი შესაძლებლობა არ აქვს. ჩვენ უბრალოდ ჩავძირავთ მთელ მის ფლოტს, თუ ის ჩვენთან ახლოს მოვა. მან ეს კარგად იცის“, – წერს ზელენსკი.