ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინის სიცოცხლე დამოკიდებულია იმაზე, ემუქრება თუ არა მოსახლეობა, როცა ხალხი მისი გადაწყვეტილებების გამო პუტინზე ზეწოლას მოახდენს, ომი დასრულდება
ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინის სიცოცხლე დამოკიდებულია იმაზე, ემუქრება თუ არა მოსახლეობა, როცა ხალხი მისი გადაწყვეტილებების გამო პუტინზე ზეწოლას მოახდენს, ომი დასრულდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზებზე უარის თქმამ შესაძლოა, მათი მხრიდან ვლადიმერ პუტინზე ზეწოლა გამოიწვიოს, რომ მალე დაასრულოს ომი.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ გამოცემა „ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„დასავლეთის ქვეყნებს შეუძლიათ, ევროკავშირში შესვლა რუსეთის ყველა მოქალაქეს აუკრძალონ. მე დასაწყისიდანვე ვთქვი, რომ ყველაზე მნიშვნელოვან სანქციად საზღვრების ჩაკეტვას ვთვლიდი, რადგან ისინი (რუსები) ისაკუთრებენ უცხო ტერიტორიებს. დაე, იცხოვრონ საკუთარ სამყაროში, ვიდრე არ შეიცვლიან ფილოსოფიას. ისინი ამბობენ „ჩვენ რა შუაში ვართ. ხალხი ვერ აიღებს პასუხისმგებლობას“. დიახ, მათ შეუძლიათ; მათ აირჩიეს ეს ხალხი და ახლა არ ეწინააღმდეგებიან. რუსები, რომლებიც საჯაროდ გამოდიან ომის წინააღმდეგ – ეს ძალიან იშვიათი შემთხვევებია და ეს ხალხი ციხეში ზის. დაე, წავიდნენ რუსები სახლში, ყველანი. ეს პუტინზე ზეგავლენის მოხდენის ერთადერთი გზაა, რადგან ამ ადამიანს სხვა შიში არ აქვს, გარდა საკუთარი სიცოცხლის გამო შიშისა. მისი სიცოცხლე დამოკიდებულია იმაზე, ემუქრება თუ არა მას მოსახლეობა. მას სხვა არაფერი ემუქრება. ამიტომ, როცა მოსახლეობა მისი გადაწყვეტილებების გამო პუტინზე ზეწოლას მოახდენს, მაშინ დადგება შედეგი და ომი დასრულდება. საქმე არც ფულშია, არც გაზში, არც მილსადენებში და არც იმაში, რომ ზამთარში გერმანელებს არ ექნებათ სითბო. უბრალოდ, ჩაკეტეთ საზღვრები ერთი წლით და ნახავთ შედეგს“, – განაცხადა ზელენსკიმ.