ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის უმაღლესი ორდენით დააჯილდოვეს
ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის უმაღლესი ორდენით დააჯილდოვეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის უმაღლესი ორდენით დააჯილდოვეს. „თეთრი არწივის“ ორდენი ზელენსკის ანჯეი დუდამ საზეიმოდ გადასცა.

ორდენი, რომლის გადაცემის პატივიც მე მხვდა წილად პრეზიდენტ ზელენსკისთვის, არის უძველესი და ყველაზე ძვირფასი პოლონური ორდენი“, – განაცხადა დუდამ.

ვოლოდიმირ ზელენსკი კი იმედს გამოთქვამს, რომ ამ დღის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

„თქვენ არ მიატოვეთ უკრაინა, თქვენ მხარში დაგვიდექით და ამისთვის ძალიან მადლიერები ვართ. მჯერა, რომ ეს ისტორიული ურთიერთობებია, ისტორიული შედეგი და ისტორიული სიძლიერე ჩვენს ქვეყნებს შორის“, – განაცხადა ზელენსკიმ.