ვოლოდიმირ ზელენსკი - პასუხს ვაგებინებთ ყველას, ვინც მოიტანა ომი ჩვენს მიწაზე, ჩვენ გავიმარჯვებთ
ვოლოდიმირ ზელენსკი - პასუხს ვაგებინებთ ყველას, ვინც მოიტანა ომი ჩვენს მიწაზე, ჩვენ გავიმარჯვებთ

პასუხს ვაგებინებთ ყველას, ვინც მოიტანა ეს ომი ჩვენს მიწაზე, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.

ზელენსკი აქვეყნებს უკრაინაში გადაღებულ ფოტოებს, რომლებიც რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეს ასახავს.

„ასობითათასი ფოტო, რომელიც სულსა და გულში ღრმა იარებს ტოვებს, გვახსენებს, რა გზა გავიარეთ თებერვლიდან თებერვლამდე. ეს ჩვენს დეენემში უნდა იყოს. ჩვენ არ გავტყდით, გადავლახეთ მრავალი გამოცდა და ჩვენ გავიმარჯვებთ. პასუხს ვაგებინებთ ყველას, ვინც მოიტანა ეს ბოროტება, ეს ომი ჩვენს მიწაზე, მთელი ეს ტერორი, ყველა მკვლელობა, წამება და მოროდიორობა. რუსეთმა მკვლელის, ტერორისტის, ჯალათის, მოროდიორის გზა აირჩია. ეს არის რუსეთის სახელმწიფოს არჩევანი და ჩადენილი ტერორისთვის იქნება სახელმწიფო პასუხისმგებლობა“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.