ვოლოდიმირ ზელენსკი - ომის სწრაფი დასრულება უკრაინისთვის დანაკარგებს ნიშნავს, ერთი რამ ჩემთვის ნათელია, დონალდ ტრამპს ნამდვილად სურს ომის დასრულება
ომის სწრაფი დასრულება დანაკარგებს ნიშნავს, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაპირებას, უკრაინაში ომის 24-საათში დასრულების შესახებ.
„დარწმუნებული ვარ, რომ ომის სწრაფი დასრულება დანაკარგებს ნიშნავს. თუ ეს უბრალოდ სწრაფად მოხდება, ეს უკრაინისთვის დანაკარგები იქნება. ჯერ სხვაგვარად ვერ ვხედავ, როგორ არის ეს შესაძლებელი. იქნებ რაღაც არ ვიცით, ვერ ვხედავთ. ასეც ხდება. ცოტა დრო გვჭირდება“,- განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ტრამპთან ამის შესახებ ჯერ არ უსაუბრია, თუმცა მოგვიანებით მოისმენს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის მხრიდან შესაბამის წინადადებებს.
„ერთი რამ ნათელია ჩემთვის – მას ნამდვილად სურს დასრულება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.