ვოლოდიმირ ზელენსკი - ომის 324-ე დღეა და როგორ შეიცვალა ყველაფერი რუსეთისთვის, ერთმანეთში ჩხუბობენ, ვის მიაწერონ რაიმე სახის ტაქტიკური წინსვლა, ეს მტრის წარუმატებლობის სიგნალია
აღმოსავლეთის თავდაცვის ძალები მტკიცედ ასრულებენ დაკისრებულ ამოცანებს, იცავენ დონეცკის რეგიონს რუსი დამპყრობლებისგან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, სოლედარისთვის, ბახმუტისთვის და კრემენნაიასთვის მძიმე ბრძოლები გრძელდება.
„მიუხედავად იმისა, რომ მტერმა თავისი უდიდესი ძალების კონცენტრაცია მოახდინა ამ მიმართულებით, ჩვენი ჯარისკაცები, უკრაინის შეიარაღებული ძალები, თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალები იცავენ სახელმწიფოს. მადლობას ვუხდი თითოეულ ჯარისკაცს, სერჟანტს, ბრიგადისა და ჯარის სხვა ნაწილების ოფიცერს, რომლებიც გაბედულად და მტკიცედ ასრულებენ დავალებებს. სამას ოცდაოთხი დღეა სრულმასშტაბიანი ომის და როგორ შეიცვალა ყველაფერი რუსეთისთვის. ისინი უკვე ჩხუბობენ ერთმანეთში, ვის მიაწერონ რაიმე სახის ტაქტიკური წინსვლა. ეს მტრის წარუმატებლობის აშკარა სიგნალია. ეს არის კიდევ ერთი სტიმული ყველა ჩვენგანისთვის, რომ მეტი ზეწოლა მოვახდინოთ ოკუპანტებზე და მძიმე დანაკარგები მივაყენოთ მტერს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.